13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

კირცხალია: ეს იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორია აგენტურის სახე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ  “გახარიას პარტია” კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებს – პარტიის აკრძალვას ვითხოვთ, მაგრამ მანდატების შეჩერებას არ ვითხოვთ – ეს იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორია აგენტურის სახე.

მისი თქმით, პარლამენტში გახარიას პარტიის წარმომადგენლები იმ დღის წესრიგს მიჰყვებიან, რასაც „კონსტიტუციური წყობილების არაღიარების პოლიტიკა ჰქვია“.

„გახარიას პარტია კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებს. მათ ჰქონდათ შანსი. კიდევ ერთხელ ვანახეთ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს 2024 წელს და მანდატები მოიპოვეს. შემდეგ ვნახეთ, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ხალხის ნებას როგორ მოექცა და ვინაიდან ამათ გადაწყვეტილი ჰქონდათ და შემოვიდნენ – მათი უფლებამოსილება ვაღიარეთ. ამით კიდევ ერთხელ პატივი იმ ამომრჩეველს ვეცით, რომელთაც მათ ხმა მისცეს. ეს ლუსტრაცია იყო, თუ რას გააკეთებდნენ პარლამენტში. ვხედავთ, პარლამენტში რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, რა დღის წესრიგს მიჰყვებიან. იმ დღის წესრიგს მიჰყვებიან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების არაღიარების პოლიტიკა. ამას თითოეული აგენტი მიჰყვება, ესენი კი, ამ შენობიდან. პარტიის აკრძალვას ვითხოვთ, მაგრამ მანდატების შეჩერებას არ ვითხოვთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორია აგენტურის სახე”, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.

მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.

banner
წინა სტატიაშიტატა ხვედელიანი: ისევე როგორც სუს-ი, სხვა უწყებებიც არათუ ხალხს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების“ პარტიული ვერტიკალის გაძლიერებას ემსახურებიან
შემდეგი სტატიაალუდა ღუდუშაური: ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რაზეც ოპოზიციამ აჟიოტაჟი ატეხა