უკრაინის კონტრშეტევა ჩიხში არ არის, მაშინაც კი, თუ ის საკმარისად სწრაფად არ პროგრესირებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავად თქვა, რომ ის არ პროგრესირებს ისე სწრაფად, როგორც მას სურს და ისინი არ მიიწევენ ყოველდღიურად ისე შორს, როგორც მათ სურთ. აშშ არ აპირებს პოზიციის დაკავებას. ისინი მოძრაობენ, ეს არ არის ჩიხი. ისინი უბრალოდ გაყინულები არ არიან. უკრაინელები მოძრაობენ.“, – აცხადებს კირბი.
კირბი
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ დაიბრუნა ტერიტორიის ნახევარი, რომელიც რუსეთმა თავდაპირველად დაიპყრო, ეს კონტრშეტევის დასაწყისია.