“საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი რადიკალურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას… ვაპირებთ, გადავხედოთ ორმხრივ ურთიერთობებს”, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი, ჯონ კირბი, გამოცემა Globalnews-თან ინტერვიუში საუბრობს.
პირდაპირ გეტყვით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რითაც ეს კანონმდებლობა გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე. მეტიც, ჩვენ ღრმად გვაშფოთებს ეს საკითხი. ეს სერიოზული ვითარებაა, რომელმაც მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, როდესაც ჩვენი მხარე საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ურთიერთობის სერიოზულ გადაფასებაზე მუშაობს. რაც აქვე დავსძენ, რომ ძალიან სამწუხაროა.
[…]
მე არ ვარ პოლიტიკის შემქმნელი, თუმცა შემიძლია ღიად გვითხრათ ჩვენი მთავარი გზავნილის შესახებ – გაითვალისწინონ დასავლელი პარტნიორების გზავნილები, თუ მათ თანამშრომლობის სურვილი ჯერ კიდევ აქვთ. ჩვენ საქართველოს მთავრობას ბოლო წუთამდე მოვუწოდებდით, გადაეხედათ აღნიშნული კანონმდებლობისთვის, მისი მიზანშეწონილობისთვის და იმ ბერკეტებისთვის, რომლის მთავარი მიზანი, როგორც აღვნიშნე, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ზემოქმედებაა. მათ ვეუბნებოდით და ეს ყველაზე მძიმე აღსაქმელია საქართველოსგან, რომ ეს ჩიხში შეიყვანდა საქართველოს მოსახლეობის მრავალწლიან დასავლურ არჩევანს. პირველ რიგში, ჩვენი შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი რადიკალურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას. ჩვენ საკმაოდ ღიად და ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის შესაბამისობაში ქართველი ხალხის ნებასთან. ჩვენს ამ პოზიციას ვაფიქსირებთ საქართველოს მთავრობასთან როგორც საჯარო, ისე, კერძო საუბრებში.
[…]
ჩვენ ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს და გადავაფასოთ ის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ. საქართველოს მთავრობას კი ისევ მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს საკუთარი მოსახლეობის ნება. ეს გახლავთ ის, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსგან მისივე მოსახლეობა მოელის. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები შეცვლიან მათ მიერ არჩეულ კურსს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ნამდვილად სამწუხარო პროცესია საქართველოს მხრიდან, – აცხადებს კირბი.