კირბი – გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ გააგრძელებენ მუშაობას კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები იმუშავებს მოკავშირეებთან შესაძლო წვლილის შესახებ.

“და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეძებთ საკუთარ სისტემაში, ჩვენი მთავრობისა და მთელი ადმინისტრაციის ფარგლებში, არის თუ არა რაიმე სხვა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ვერც ერთი ეს ძალისხმევა ვერ შეცვლის იმ მოცულობას და მასშტაბებს, რასაც დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის დამტკიცება მოგვცემდა”, – თქვა კიბიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მან დასძინა, რომ ახლა “ძნელია დარწმუნებით თქმა” დაამტკიცებს თუ არა წარმომადგენელთა პალატა ამ პროექტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია პალატის სპიკერზე.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – ახლა ევროპული იდეის გარშემო პრეზიდენტი ოპოზიციური ძალების შემოკრებას აპირებს. ეს აბსოლუტური უტიფრობაა
შემდეგი სტატიაისლანდიის პრეზიდენტი – არასდროს დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც ჩემნაირი თანამდებობის პირი ამბობს ტრიბუნიდან