კირბი: არ მისცეთ პუტინს კიდევ ერთი რუპორი უკრაინაში ომის გასამართლებლად

თეთრმა სახლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს არ უნდა მიეცეს დამატებითი რუპორი უკრაინის ომის გასამართლებლად. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკელმა თოქ-შოუს წამყვანმა ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ აიღო.

კარლსონი, Fox News-ის ყოფილი წამყვანი, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მოკავშირე და კიევისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგე, მოსკოვში ჩავიდა პუტინისგან ინტერვიუს მისაღებად.

„ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რას აკეთებდა და რას აკეთებს პუტინი უკრაინაში და რა სრულიად ყალბი და სასაცილო მიზეზების გამო ცდილობდა ამის გამართლებას“, – განუცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს Air Force One-ზე. „არა მგონია, რომ ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან, იმასათვის რომ გავიგოთ მისი სისასტიკე.

კარლსონს არ უთქვამს, როდის გავა ინტერვიუ, მაგრამ მან აღნიშნა, რომ მისი ყურება უფასო იქნება. შარშან, Fox News-ის დატოვების შემდეგ, მას მიჰყავს გადაცემა ილონ მასკის მედია პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter).

კარლსონის წვდომა პუტინთან ეწინააღმდეგება რუსეთის შეზღუდვებს სხვა უცხოელ ჟურნალისტებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ორი მოქალაქე – Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და რადიო თავისუფალი ევროპის კორესპონდენტი ალსუ კურმაშევა ამჟამად რუსეთის ციხეებში იმყოფებიან.

რუსეთის ახალი დარტყმების შედეგად უკრაინაში, მათ შორის კიევში, კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი მეთაურები ახლა იძულებულნი არიან მიიღონ “რთული გადაწყვეტილებები” საბრძოლო მასალის დაზოგვის მიზნით.
„რუსებმა იციან ამის შესახებ. ამიტომაც ისინი აგრძელებენ უპილოტო თვითმფრინავების და რაკეტების გაგზავნას, რათა აიძულონ უკრაინელები გამოიყენონ საჰაერო თავდაცვა, რომლის შევსებაც მათ იციან, რომ ახლა შეუძლებელია“, – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

banner
წინა სტატიაში26 წლის სედა სულეიმანოვა, რომელიც ჩეჩნეთიდან გაქცევას ცდილობდა, „შესაძლოა ნათესავებმა მოკლეს“
შემდეგი სტატიანერგეეთში, სტიქიის ზონაში, მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს