ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის უწყებას ბრძანება მისცა, აღეკვეთა რუსული გემის გადაადგილება სტრატეგიულ აკვატორიაში.
„დღეს დილით ადრე, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის გავლით გავლას ცდილობდა. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ ჩვენ მათ დამალვის უფლებას არ მივცემთ“, – წერს სტარმერი სოციალურ ქსელში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.


















