კირ სტარმერი – უკრაინა ნატო-სკენ შეუქცევად გზაზეა

უკრაინა ნატოსკენ შეუქცევად გზაზეა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის დროს განაცხადა, – იტყობინება ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაცია.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-ში უკრაინის გზა ალიანსის ვაშინგტონის სამიტის გადაწყვეტილებას ემყარება.

კირ სტარმერის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას იმდენ ხანს დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება.

კირ სტარმერმა ნატო-ში უკრაინის პერსპექტივებზე მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა უარყო უკრაინის ნატო-ში შესვლის იდეა.

banner
წინა სტატიაშიჰეგსეთი: უკრაინელების სიმამაცემ პუტინი დაამარცხა და მთელი ქვეყნის დაპყრობაში ხელი შეუშალა
შემდეგი სტატიაოჯახი გლდანის ციხის ბადრაგებს ეტლით მოსარგებლე პატიმრის სასიკვდილოდ ცემაში ადანაშაულებს