კირ სტარმერი: რუსეთის პოზიცია, ცხადია, მიუღებელია და ეს პირველად არ ხდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია. ამის შესახებ სტარმერმა ალბანეთში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ევროპელი ლიდერების სამიტი მიმდინარეობს.

სტარმერის თქმით, ისინი ესაუბრნენ პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც ტირანაში მათთვის სტამბოლის შეხვედრის დეტალების გასაცნობად ჩავიდა.

„რუსეთის პოზიცია, ცხადია, მიუღებელია და ეს პირველად არ ხდება. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისა და პრეზიდენტ ტრამპთან განხილვის შედეგად ჩვენ მჭიდროდ ვათანხმებთ და კოორდინაციაში მოგვყავს ჩვენი პასუხი და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – განაცხადა სტარმერმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ თორნიკე გოგუაძეს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც, ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი