6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

სტარმერი: პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, მათ შორის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებით“, – აღნიშნა სტარმერმა.

სტარმერის თქმით, ეს საკითხი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპამ უნდა გააგრძელოს ზეწოლა პუტინზე.

„რეალობა ასეთია – უკრაინა მტკიცედ დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს მძიმე ფასი გადაახდევინეს. ასე რომ, პუტინი რასაც არ უნდა ეუბნებოდეს საკუთარ თავს, ოთხი წლის შემდეგ სიმართლე ასეთია: რუსეთი არ იგებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ და მათ უნდა შეწყვიტონ სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის გზაზე დაბრკოლებების შექმნა“, – აღნიშნა სტარმერმა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: მიუხედავად თეირანის მცდელობისა, შეთანხმების მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიას დედის პასუხი კალაძეს – “კლოუნი”