9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

კირ სტარმერი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ზავი მდგრად შეთანხმებად იქცეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ლონდონი ყველაფერს გააკეთებს ცეცხლის შეწყვეტის შესანარჩუნებლად.

კირ სტარმერი ყურის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად მიემგზავრება. მისი მიზანია იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც კონფლიქტის „წინა ხაზზე“ აღმოჩნდნენ.

სტარმერის მთავარი პრიორიტეტი ჰორმუზის სრუტის სრული და მუდმივი გახსნაა. ბრიტანეთი აპირებს, სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო ძალისხმევას ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო გზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

პრემიერი პარტნიორებთან ერთად შეეცდება, დროებითი ზავი გარდაქმნას ხანგრძლივ დიპლომატიურ შეთანხმებად, რომელიც რეგიონში სტაბილურობას დააბრუნებს.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ზავი მდგრად შეთანხმებად იქცეს“,_ აცხადებს კირ სტარმერი.

ინფორმაციისთვის, , ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი საბრძოლო მოქმედებების ორი კვირით შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას 7 აპრილს დასთანხმდნენ პაკისტანის შუამავლობით.

banner
წინა სტატიაშიგახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით – Fulbright-ის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
შემდეგი სტატიაგურამ დუმბაძე: ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოების ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი