კირ სტარმერი – ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი. ასევე, დიდ ბრიტანეთს „სერიოზული შეშფოთება“ აქვს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

„პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს თავის დაცვის უფლება და გამოხატა გაერთიანებული სამეფოს სერიოზული შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ განუცხადა [ნეთანიაჰუს] დეესკალაციისა და დიპლომატიური გამოსავლის საჭიროების შესახებ, რეგიონის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია კირ სტარმერის პრესსპიკერის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის რეჟიმმა არ იცის, რა დარტყმა მიადგება
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალები უარყოფენ ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციას, რომ თეირანმა ისრაელის ორი გამანადგურებელი ჩამოაგდო