ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა გრძელვადიანი გადაწყვეტილება უნდა იყოს.
მისი განმარტებით, საერთაშორისო ლიდერები შეიკრიბნენ, რათა გაეზიარებინათ ერთიანი გზავნილი, რომ სრუტე უნდა გაიხსნას გადასახადებისა და შეზღუდვების გარეშე.
სტარმერის თქმით, ეკონომიკური შოკის მართვის მიზნით საჭიროა, ნაოსნობა აღდგეს, როგორც კი ამის პირობები შეიქმნება.
მისი განცხადებით, საერთაშორისო მისიას, რომლის მიზანი ნავიგაციის თავისუფლების დაცვა იქნება, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებენ „როგორც კი ამის პირობები შეიქმნება, მკაცრად მშვიდობიანი და თავდაცვითი“.
სტარმერის ინფორმაციით, მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება დაგეგმვის კონფერენცია, სადაც ათეული ქვეყანა მისიაში აქტივებს შეიტანს.
„ჩვენს მოქალაქეებს მშვიდობისა და სტაბილურობის დაბრუნება სჭირდებათ“, – აღნიშნა სტარმერმა.














