დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. გამოსამშვიდობებელ მიმართვაში სტარმერმა აღნიშნა, რომ ექვსი წლის წინ მან ჩაიბარა ლეიბორისტული პარტია, რომელიც „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული იყო“.
მან ხაზი გაუსვა, რომ შეძლო პარტიიდან ანტისემიტიზმის „შხამის“ აღმოფხვრა, ეკონომიკასა და თავდაცვაზე ნდობის აღდგენა და 2024 წელს ლეიბორისტების ისტორიულ გამარჯვებამდე მიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერობისა და პარტიის ლიდერობის ყველაზე შესაძლო კანდიდატი მანჩესტერის ყოფილი მერი, ენდი ბერნემია.


















