17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

კირ სტარმერი ავღანეთში ნატო-ს მოკავშირეების როლთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას შეურაცხმყოფლად მიიჩნევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ავღანეთში ნატო-ს მოკავშირეების როლთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას შეურაცხმყოფლად და შემაძრწუნებლად მიიჩნევს.

სტარმერის თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ტრამპის ამ კომენტარებმა საზოგადოება გაანაწყენა.

„პრეზიდენტ ტრამპის გამონათქვამებს შეურაცხმყოფლად და გულწრფელად შემაძრწუნებლად მივიჩნევ. არ მიკვირს, რომ ამან ასე გაანაწყენა ისინი, ვისი ახლობლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ. მე რომ ასე ცუდად გამომსვლოდა, აუცილებლად ბოდიშს მოვიხდიდი“, – განაცხადა სტარმერმა ვიდეომიმართვისას.

კირ სტარმერმა პატივი მიაგო ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების 457 წევრს, რომლებიც ავღანეთში მისიების დროს დაიღუპნენ. მისი თქმით, ქვეყანა არასდროს დაივიწყებს მათ მსხვერპლსა და სიმამაცეს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატო-ს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ“.

banner
წინა სტატიაში“ავღანეთში ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ გაღებული მსხვერპლი არასდროს უნდა დაკნინდეს” – პოლონეთის თავდაცვის მინისტრი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას დისტრიბუტორებს აკისრებს