13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

კირ სტარმერი: ამ ომში არ ჩავერთვებით

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ირანის საზღვაო ბლოკადაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენ ბლოკადას მხარს არ ვუჭერთ. ჩემი გადაწყვეტილება თავიდანვე ნათელი იყო, რომ მიუხედავად გარკვეული ზეწოლისა, ჩვენ ამ ომში არ ჩავერთვებით“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, მიმდინარე კვირაში საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის მიზნით თავდაცვითი საზღვაო მისიის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.

„ეს თავდაცვითი მისია, რომელიც ომში ჩართული მხარეებისგან ცალკე იქნება, დაიწყება მაშინ, როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას დღეს დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი: რადგან ორბანი აღარ არის ევროპული საბჭოს წევრი, არ ნიშნავს, რომ უცებ ყველაფერი გამარტივდება
შემდეგი სტატია“ეს ნიშნავს უნგრეთის დაბრუნებას ევროპაში” – ევროპარლამენტარი ორბანის დამარცხებაზე