გერმანული მედიის ინფორმაციით, კიოლნის საკათედრო ტაძარში შესვლა ივლისიდან ტურისტებისთვის ფასიანი გახდება.
სტანდარტული ბილეთის ღირებულება 5 ევრო იქნება, სტუდენტები, პენსიონერები და შშმ პირები იქ შესვლას 2 ევროდ შეძლებენ, საოჯახო ბილეთი კი 10 ევრო ეღირება. ტაძარში შესვლა უფასო დარჩება მლოცველებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბავშვებისთვის.
ადგილობრივი მედია ტაძრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღეს, მათ შორის იმის, რომ შენობის შენახვა ძალიან ძვირი (დღეში დაახლოებით 33 000 ევრო) ჯდება და ტაძარს წელიწადში 6 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს
















