კიოლნის მერი ქალებისთვის რჩევების შემუშავების ინიციატივით გამოდის

კიოლნის მერი ქალებისთვის რჩევების შემუშავების ინიციატივით გამოდის

კიოლნის მერი ქალებისთვის რჩევების შემუშავების ინიციატივით გამოდისკიოლნის ობერ-ბურგომისტმა ჰენრიეტა რეკერმა გერმანელ ქალებს მთელი რიგი რჩევები მისცა იმისათვის, რომ ისინი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არ გახდნენ.
ქალაქის ხელმძღვანელის აზრით, გერმანელმა ქალებმა თავიანთი მოქმედებები უნდა გადაახალისონ საზოგადოებრივ ადგილებში. ის მათ ურჩევს, “ხელის გაწვდომაზე” მეტად არ მიახლოვდნენ უცხო მამაკაცებს – “საკუთარი ინიციატივით არ ღირს უცხო მამაკაცთან მიახლოება” – დაამატა რეკერმა. მან ასევე ურჩია ქალებს ქუჩაში ჯგუფურად იარონ.

“აუცილებელია ქალების მოქმედების შესახებ კოდექსი შეიქმნას, იმისათვის, რომ სექსუალური ძალადობები ავიცილოთ თავიდან” – განაცხადა მან და დაამატა, რომ ამასთანავე, აუცილებელია ლტოლვილებს ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაუტარდეთ.

რეკერის რჩევებმა სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა კი საკუთარ მიკრობლოგში დაწერა, რომ “პასუხისმედლობა არის არა ქალებზე, არამედ დამნაშავეებზე”.
გაზეთმა Frankfurter Allgemeine Zeitung რეკერი დანაშაულის მსხვერპლებზე გადაბრალების მცდელობაში დასდო ბრალი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ასობით ადამიანი გამოვიდა კიოლნის ქუჩებში. ისინი სექსუალურ თავდასხმებს და ძარცვას აპროტესტებენ.
პროტესტის მონაწილეები უმეტესად ქალები იყვნენ და ისინი გერმანიის კანცლერისგან კანონის შესაბამისად მკაცრი ზომების მიღებას ითხოვენ დამნაშავეების მიმართ.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კიოლნში მომხდარი შემთხვევის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდა გერმანიის შესაბამის უწყებებს, რომ მათ, როგორც “სამართლიანმა სახელმწიფომ” იმოქმედონ, დამნაშავეები გამოავლინონ და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯონ იმის მიუხედავად, თუ ვინ არიან ისინი.

საქმე ეხება 31 დეკემბრიდან პირველი იანვრის საახალწლო ღამეში მომხდარ ინციდენტს, როცა “არაბული ან ჩრდილოაფრიკული” წარმომავლობის დაახლოებით 1000 მამაკაცი ჯგუფებად დაიყო და ქალებზე თავდასხმას ანხორციელებდნენ დაყაჩაღებისა და სექსუალური ძალადობის მიზნით.

პოლიციაში დაახლოებით 90 საჩივარია შესული.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ბრიტანეთს ინვესტიციების შეწყვეტით დაემუქრა
შემდეგი სტატიატრამპმა პარიზი გერმანიაში “გადაიტანა”