კინზინგერი ქართველებს მიმართავს, ქვეყნის რუსეთისთვის მიყიდვის უფლება მთავრობას არ მისცენ

ძვირფასო ქართველებო, თქვენი მთავრობა დასავლეთს ტოვებს ქვეყნისთვის, რომელიც ომშია საკუთარ თავთან, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

კინზინგერი ქართველებს მიმართავს, ქვეყნის რუსეთისთვის მიყიდვის უფლება მთავრობას არ მისცენ.

„ძვირფასო ქართველო ერო და ქართველო ხალხო: თქვენი მთავრობა დასავლეთს ტოვებს ქვეყნისთვის, რომელიც ომშია საკუთარ თავთან. საქართველოს დასავლეთით უნდა წასვლა, არ მისცეთ თქვენს მთავრობას უფლება [საქართველო] რუსეთს მიყიდოს“, – წერს კინზინგერი.

banner
წინა სტატიაშიპრიგოჟინი ამბობს, რომ “მთელი ქვეყანა” ეგებება მათ, როგორც გამათავისუფლებლებს
შემდეგი სტატიაპუტინის მთავარი მიზანი ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციაა