კინზინგერი-ქართული ამბების ყველა ვერსიას ვუყურებ

“მე პოლიტიკაში ვარ, ამიტომ მიჩვეული ვარ, რომ ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ჩვენ წერილში ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ყველას აქვს უფლება გააკეთოს საკუთარი ინტერპრეტაცია. ჩემი გადმოსახედიდან გეტყვით: მე არ ვირჩევ არც-ერთ მხარეს. მე უბრალოდ თვალს ვადევნებ იმას, რაც ხდება საქართველოში. მინდა საქართველო იყოს წარმატებული და ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ ჩავარდნილი რეფორმებით, რომლებსაც ქართველ ხალხს დაპირდნენ და სხვა მოვლენებით, რომლებზეც გვესმის. ვუყურებ ახალი ამბების ყველა ვერსიას საქართველოში, უფრო დიდ დროს ვუთმობ ვუდრე ამერიკულ ახალ ამბებს. ”-რესპუბლიკელი კონგრესმენი და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ვაშინგტონში ქართული ოცნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატია“არაადეკვატურობის პიკს აღწევენ უკვე”-გოცირიძე