კინზინგერი ოცნებაზე: თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება

„იმედს ვიტოვებ გამოსავალი მიღწეული იქნება“, – აცხადებს ადამ კინზინგერი, შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას დაკავებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების შესახებ, კონგრესმენ კინზინგერს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ესაუბრა. ადამ კიზნინგერი საქართველოს მთავრობისადმი კონგრესიდან გაგზავნილი წერილის ავტორია, რომელშიც ის „ქართულ ოცნებას“ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებდა. საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დავიწყებ. თქვენ შეხვდითსაქართველოს ლიდერებს, რამდენიმე წერილი გაუგზავნეთ საქართველოს მთავრობას და მოუწოდებდით მათ პროგრესისკენ საარჩევნო რეფორმაზე, პოლიტიკური ოპონენტების … ვრცლად კინზინგერი ოცნებაზე: თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება