კინზინგერი: მოველი შეთანხმების შესრულებას

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება. ინფორმაცია „ამერიკის ხმის” ქართულენოვანი ბიუროს კითხვის პასუხად, ამერიკელი კონგრესმენის ოფისმა გაავრცელა.

„კონგრესმენს ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მილოცვას ჩვენ საელჩოს, შეთანხმების განხორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის”, – აცხადებენ კონგრესმენის ოფისში.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს პრეზიდენტმა ოპოზიციონერი დეპუტატები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ოპოზიცია და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მიესალმებიან პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას და ამავდროულად, აცხადებენ, რომ იმისათვის, რათა 8 მარტის ხელშეკრულება სრულად შესრულდეს და დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, საჭიროა, მესამე პოლიტპატიმარი, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, გიორგი რურუა გამოუშვან ციხიდან.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ