კინზინგერი – 23 თებერვალი ქართული დემოკრატიისთვის სევდიანი დღეა

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. ტვიტერზე რამდენიმე წუთის წინ მან თბილისში ამერიკის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ 23 თებერვალი ქართული დემოკრატიისთვის სევდიანი დღეა.

“საქართველოს მთავრობის წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯი ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. სევდიანი დღე დემოკრატიისთვის საქართველოში,”- წერს “ტვიტერზე” ადამ კინზინგერი.

წყარო: ამერიკის ხმა.

banner
წინა სტატიაშიპავილიონისი – ივანიშვილი ამას აკეთებს იმიტომ, რომ ფიქრობს, აშშ მასთანაა ან ვაშინგტონს ახლა მოქმედება არ შეუძლია
შემდეგი სტატიასაქართველოს საბანკო ასოციაციის ინიციატივით, კიბერუსაფრთხოების თემაზე ვებინარი გაიმართება