კინოთეატრ “ამირანთან” აქციაზე დაკავებული მერაბ ჭიკაიძე, რომელსაც 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა აცხადებს, რომ „შეიგინა, ოღონდ არა პოლიციის მიმართ“

კინოთეატრ “ამირანთან” საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მერაბ ჭიკაიძეს სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მერაბ ჭიკაიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მან ნამდვილად შეიგინა, თუმცა, არა სამართალდამცველების მისამართით.

“პროტესტს ვაცხადებდი მშვიდობიანს და არა ძალადობრივს. ვადასტურებ, შევიგინე, ოღონდ არა პოლიციის მიმართ, აღელვებული ვიყავი, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. 20-მა ადამიანმა ერთდროულად დამაკავა. პოლიციასთან ახლოს არ ვყოფილვარ, ფიზიკურად ვერ შევაგინებდი”, – განაცხადა ჭიკაიძემ.

ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად სცნო.

banner
წინა სტატიაშიქრთამის აღების ოთხ ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი : რომ არა ჩვენი ტოლერანტობა და მიმღებლობა, ქართველი ერი ვერ იარსებებდა, კარგი იქნება, თუ ამას გაიაზრებს ერიც და ბერიც