კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “აპრილი” გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა “გიორგობისთვე” კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო. 1971 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “იყო შაშვი მგალობელი”, 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის “პასტორალი” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.
1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობდა, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმი გადაიღო : 1984 წელს “მთვარის ფავორიტებმა” ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც – “და იყო სინათლე” (1989) და “ყაჩაღები. თავი VII” (1996).
1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი “In vino veritas!””, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი “შანტრაპა.”