კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა

88 წლის ასაკში კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა.რეჟისორი გიორგი დანელია თებერვლის ბოლოს მოსკოვის საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს.

გიორგი დანელია (დ. 25 აგვისტო, 1930, თბილისი) — ქართველი და რუსი კინორეჟისორი, ცნობილი თავისი „ნაღვლიანი კომედიებით“, როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას.

სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. მისი ფილმი „მე დავდივარ მოსკოვში“ ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), ქართველი პილოტის თავაგადასავლებზე მოსკოვში, და „შემოდგომის მარათონი“ (1980), თარჯიმანზე, რომელიც ცოლსა და საყვარელს შორის ორ-ცეცხლს შუაა მოქცეული. 1986 წელს ის იღებს არცთუ მთლად მეცნიერულ ფანტასტიკას „კინ-ძა-ძა“. დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდება მისი იმჟამინდელი მეუღლე ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის წიგნშია შეტანილი, ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებით კინოს ისტორიაში, და ასევე მისი მეგობარი ევგენი ლეონოვი. დანელიას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1990 წელს.

მოგვიანებით დანელია კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე ქორწინდება; რამდენიმე ანიმაციურ პროექტში იღებს მონაწილეობას და რუსეთის კინოაკადემიის მიერ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო მიენიჭა.

banner
წინა სტატიაში(video) როგორ მოახერხეთ ასეთი სახლების უფასოდ აშენება?”-ბოკუჩავა
შემდეგი სტატია“არ გიხსენებიათ რუსეთი, იმედია არ ხართ დაკომპლექსებული იმ უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში რომელსაც ადგილი აქვს” – კაკულია იზორიას მიმართავს