კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 10 სექტემბერს წარადგენენ

იტალიის საელჩოს ორგანიზებით

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს თეატრის დასს სავარაუდოდ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 10 სექტემბერს წარუდგენს. ინფორმაცია პირველ არხს კინომსახიობთა თეატრში დაუდასტურეს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი სამინისტრომ 11 ივლისს გამოაცხადა. ამ პოზიციაზე ორი კანდიდატის განაცხადი შევიდა – მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელის, ქეთი დოლიძის და რეჟისორ გიორგი სიხარულიძის, რომელიც მანამდე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს ხელმძღვანელობდა.

კულტურის მინისტრმა სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძე 31 აგვისტოს დანიშნა.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4630 ლარი გახდა
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიაში