კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა- პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვისგანათლებისშესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სკოლის მოსწავლეების წახალისებისთვის, მათში მომავლის პროფესიების, STEM მეცნიერებებისა და სხვადასხვა სასკოლო საგნებისადმი ინტერესის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კინგსის ოლიმპიადა იკავებს.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადისგაზაფხულის სეზონისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით უკვე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, II – XII კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ინგლისურში (11215 მონაწილე), ქართულსა (11026 მონაწილე) და მათემატიკაში (17407 მონაწილე) ეჯიბრებოდნენ. ჯამურად, ოლიმპიადაში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო.

კონკურსის შედეგად ყველა საგნისსაკლასო კატეგორიაში 3-3, ჯამში კი 90 გამარჯვებული გამოვლინდა.

„საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი პორტფოლიო 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს და 120 000-ზე მეტ ბენეფიციარს ითვლის. მოსწავლეებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად და საკუთარი თავში ახალი უნარების აღმოსაჩენად კი არაერთ ოლიმპიადას ვუჭერთ მხარს. კინგსის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად იმართება. გაზაფხულის სეზონში მონაწილეობა 40 000-მდე მოსწავლემ მიიღო და ვიმედოვნებთ, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
კინგსისოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშიგანხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია csr.bog.ge-ზე.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – ლიეტუვის მოწოდება ქართველი ხალხისადმი არის ის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის
შემდეგი სტატიახვიჩია – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელ გზას ირჩევს: ირაკლი კობახიძის გზას, თუ გურამ მაჭარაშვილის