კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაში “დიდი კრიზისია”

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა “”დიდი კრიზისის წინაშე დგას”, ამიტომ ის იძულებული გახდა პარტიული ჩინოვნიკები დაეთხოვა, რადგანაც მას საკუთ არი მოქალაქეები კორონავირუსისგან ვერ დაიცვეს.
კიმ ჩენ ინმა მუშათა პარტიის წევრებთან შეხვედრა ჩაატარა, სადაც იმსჯელეს “ჩინოვნიკებზე, რომლებაც საკუთარი მოქალაქეები არ დაიცვეს პანდემიასთან ბრძოლაში”. რამდენიმე მაღალჩინოსანი მან კრების ჩატარებისას დაითხოვა.

ასევე, კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ქვეყანა დიდი კრიზისის გამო ძალიან რთულ მდგომარეობაშია.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის განცხადებას სამხრეთ კორეა გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩოი ჩონ კუნმა განაცხადა, რომ სეული მზად არის ფხენიანს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთ კორეას დღემდე არ განუცხადებია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი თაბაგარი: იმედი გვაქვს, რომ ეკლესია მოეგება გონს და არ იძალადებს ადამიანებზე
შემდეგი სტატიაოხანაშვილი სახალხო დამცველზე: სხვა ქვეყნის ომბუდსმენებმა რომ გაიგონ, გამაოგნებელი იქნება