კიმ ჩენ ინმა ბირთვული ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

კიმ ჩენ ინსდონალდ ტრამპი ფხენიანის გადაწყვეტილებას ბირთვული ობიექტის დახურვის შესახებ მიესალმება. საუბარია პხუნ-გერის ბირთვულ პოლიგონზე. კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილებით, ობიექტი დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე დაიხურება. დახურვის საზეიმო ცერემონია 23-დან 25 მაისამდე გაიმართება. ღონისძიებაზე უცხოელ ექსპერტებს უცხოური მედიის წარმომადგენლებს დაუშვებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიმ ჩენ ინის ინიციატივას ტვიტერით გამოეხმაურა. ტრამპმა კორეელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიგონის დახურვა ლიდერების ისტორიულ სამიტამდე ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო. დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს შედგება.

banner
წინა სტატიაშიმსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ 15:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს