ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია, თუ ვაშინგტონი ფხენიანს ბირთვულ ძალად აღიარებს.
„ჩვენ ვგეგმავთ ყოველწლიურად გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული ბირთვული ძალები და ყველა ღონეს ვიხმართ ბირთვული იარაღის რაოდენობის გასაზრდელად. ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების მომავალი მთლიანად აშშ-ს პოზიციაზეა დამოკიდებული“, – ხაზგასმით აღნიშნა კიმმა.
სახელმწიფო მედიამ ასევე გამოაქვეყნა კიმის ფოტოები, სადაც ის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად სამხედრო აღლუმში მონაწილეობს.
















