კიმ ჩენ ინი ტრამპს წლის ბოლომდე დაელოდება

ჩრდილოეთკორეელმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობამ წინა საქმიანობის გაგრძელების რისკი გაზარდა, თუმცა, დაინტერესებულია დონალდ ტრამპთან ხელახალი შეხვედრით იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-ს სწორი განწყობები ექნება.
ჩრდილოეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ “წლის ბოლომდე დაიცდის”, და დაელოდება “აშშ-ს მამაცურ გადაწყვეტილებას”, წინააღმდეგ შემთხვევაში, “შედეგები ძალიან სამწუხარო და საშიში იქნება” – ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურმა KCNA გაავრცელა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიისარელმა სირიაში ირანის პოზიციები დაბომბა
შემდეგი სტატიამამაკაცმა თეთრი სახლის წინ თავის დაწვა სცადა