კიმ ჩენ ინი – სწრაფი ტემპით გავაგრძელებთ ჩვენი ერის ბირთვული შესაძლებლობების განმტკიცებას

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ბირთვული არსენალის გაძლიერების პირობას დებს. „ბიბისის“ ცნობით, ეს განცხადება მან სამხედრო აღლუმზე გააკეთა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების შექმნის დღეს მიეძღვნა.

აღლუმზე წარმოდგენილი იყო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებიც.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ერის ბირთვული შესაძლებლობების განმტკიცებას რაც შეიძლება სწრაფი ტემპით“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, შეიარაღებული ძალების უნდა იყვნენ მზად ბირთვული იარაღის ნებისმიერ საჭირო დროს გამოყენებისთვის.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი ახირებას ჰგავს და ეს მისი ამომრჩევლის უმრავლესობასაც აღარ აინტერესებს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა