20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

კილიჩი: იმედი მაქვს, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნა ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის

სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას ეხმაურება ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის შესახებ.

„ახალი ნაბიჯი პირდაპირი ვაჭრობის მიმართულებით თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში. იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ნაბიჯი ასევე გააძლიერებს თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ოთხმხრივ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში, წარმატებას მოუტანს ყველა ამ ქვეყანას“, – განაცხადა თურქმა დიპლომატმა.

ინფორმაციისთვის, სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა.

banner
წინა სტატიაში“აღმოვფხვრათ ხელოვნური პოლარიზაცია”- ცოტნე ივანიშვილი ახალგაზრდებს შორის დიალოგის გრძელვადიან “დაკანონებას” ითხოვს
შემდეგი სტატიაანა წითლიძე: ახობაძის დაკავება მართლმსაჯულება არ არის, ეს ლილუაშვილზე დამატებითი წნეხია