„პირადი ცხოვრების ფირი პირდაპირ კავშირშია ღარიბაშვილის გარემოცვასთან” – კალაძის ბანკი, თამაზაშვილი, იმერლიშვილი და საგანელიძე

ელისო კილაძის მორიგი სკანდალური პოსტი-პანდორას ყუთი გაიხსნა !!!!

კილაზე-ტამექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის კავშირი ფარულ ჩანაწერებთან, შეხვედრა თამაზ თამაზაშვილთან, ვაჟა ლელუაშვილის კავშირი ე.წ. “კახელების კლანთან” და “ქართული ოცნების” მართვის სადავეებს ჩამოშორებული ირინა იმერლიშვილი და დავით საგანელიძე. ჟურნალისტი ელისო კილაძე მორიგ სკანდალურ და განცხადებებს ავრცელებს. “ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი თამაზ თამაზაშვილთან შეხვედრის შესახებ დეტალურად ყვება და აცხადებს, რომ ვაჟა ლელუაშვილის დახმარებით თამაზ თამაზაშვილმა პრემიერობისაკენ მიმავალ გზაზე კონკურენტები ჩამოაშორა საკუთარ სიძეს:

“2015 წლის დეკემბერში, ქრონიკა+-ის ოფისში მოტანილი პირადი ცხოვრების ფირი პირდაპირ კავშირშია ღარიბაშვილის გარემოცვასთან. ნიკოლოზ ხაჭაპურიძე- პირი, რომელიც დაკავებულია და რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, გელა ღურწკაია საკუთარი მანქანით მოიყვანა ჩვენს ოფისში და გადაუხადა მას ფული ერთ-ერთი დეპუტატის ფირის მოტანაში, არის ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან ახლო მეგობარი და ასევე მისი ცოლის ნათესავი. ეს ჩემთან საუბარში აღიარა აღიარა და დაადასტურა ნიკოლოზ ხაჭაპურიძის ძმამ ლევან ხაჭაპურიძემ, რომელიც სპეციალურად არის ჩამოსული ამ საქმეზე საქართველოში მისი ძმის დაკავების შემდეგ. მან მითხრა, რომ დიახ მისი ძმა ნამდვილად არის ღარიბაშვილის გარემოცვის ძალიან ახლობელი და მეგობარი.

რაც შეეხება იმას, რატომ ვფიქრობ მე, რომ ვაჟა ლელუაშვილი და სხვები იყვნენ “პორტირებული” თამაზ თამაზაშვილთან. ეს არის პირდაპირი ინფორმაცია. 2013 წელს დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი, ლევან ქარდავა და სხვები, სწორედ თამაზაშვილის ჩარევის შემდეგ არიან გათავისუფლებულები და ისინი პირდაპირ კავშირზე იმყოფებოდნენ ზვიად ჯანყარაშვილთან და თამაზ თამაზაშვილთან. რატომ? მე მინდა გაგახსენოთ ვაჟა ლელუაშვილის კომენტარი პირველ არხზე, რომელიც მან გააკეთა, ერთის მხრივ იგეგმებოდა, თუ გახსოვთ მოსასმენი აპარატურების სკანდალი, როცა ოცნება აცხადებდა, რომ ოპოზიცია უსმენს. უზნაძის ქუჩაზე აღმოჩნდებოდა უზნაძის ქუჩაზე მოსასმენი აპარატურა და ამ ოფისთან პირდაპირ კავშირში მყოფი ვაჟა ლელუაშვილი ჩვენებას მისცემდა ვანო მერაბიშვილის და სხვა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ეს გეგმა ჩავარდა. ჩავარდა მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია მე მივიღე და გავავრცელე და ამას მოჰყვა ვაჟა ლელუაშვილის კომენტარი. მაშინ რატომღაც მხოლოდ პირველმა არხმა იპოვა და მან თქვა, რომ აბსურდია ეს და არანაირი მოსასმენი აპარატურები არ არსებობს. მე მინდა ასევე გაგახსენოთ 2013 წლის შემოდგომა. კუდ-ის ხელწერილების გამოქვეყნება “ქრონიკა+”-ში. მე პირველად ვამბობ ახლა ამას. თავის დროზე, როცა ეს ინფორმაცია და დოკუმენტების ასლები მივიღეს, პირადად წავედი თამაზ თამაზაშვილთან, ეს შეხვედრა შედგა კახი კალაძის ბანკის შენობაში, სადაც ის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა და ეს დოკუმენტები სიძესთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გავატანე და ვთხოვე დაედასტურებინა და უერყო, რომ ეს დოკუმენტები არის ავთენტური თუ არ არის. სწორედ ამ შეხვედრაზე თამაზ თამაზაშვილმა თქვა ერთი ძალიან საინეტერსო ფრაზა და მე დღეს დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მან ვაჟა ლელუაშვილის დახმარებით პრემიერობისაკენ მიმავალ გზაზე კონკურენტები ჩამოაშორა საკუთარ სიძეს. ეს კონკურენტები იყვნენ დავით საგანელიძე და ირინა იმერლიშვილი, ისინი იყვნენ რეალური კანდიდსატები პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მათი კუდ-თან თანამშრომლობის ხელწერილების ასლები გამოქვეყნდა ჩვენთან, რის შემდეგაც ისინი იქნენ კომპრომიტირებული და ჩამოშორდნენ “ოცნების” მართვას. ირინა იმერლიშვილთან დაკავშირებით თამაზაშვილმა მე პირდაპირ მითხრა, რომ ამ ქალს უნდა პრემიერ-მინისტრობა. ამიტომ მე შეკითხვები აღარა მაქვს. მთავარია როგორი იქნება პოლიტიკური ნება, მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვა იქნას მინიმუმ დაკითხული და მაქსიმუმ პასუხისგებაში მიცემული“ – აცხადებს კილაძე.

წყარო

banner
წინა სტატიაშითამარ იარაჯულის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო