კილაძე იზორიას ძმის კადრებზე-“მაინცდამაინც ახლა რატომ გაავრცელეს?”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს უკვირს, “მაინცდამაინც ახლა” რატომ გაავრცელეს ლევან იზორიას ძმის, ვახო იზორიას დაკავებისა და ჩარევის შემდეგ გათავისუფლების კადრები.

“აქ არის საქმე ძალიან მარტივად. ამ საქმეზე დაწყებული არის გამოძიება. მე ძალიან მიკვირს, სად იყო ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში, რატომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კადრების გავრცელება. მეორე საკითხია, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამწუხაროდ, ლევან იზორია ხშირად ხდება ნაციონალური მოძრაობის მხრუდან დარტყმის ობიექტი. ამას, რა თქმა უნდა, თავის ობიექტური მიზეზი აქვს” – ამბობს კილაძე.

გუშინ, 23 იანვარს, მთავარმა არხმა კადრები გაასაჯაროვა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ადმინსტრაციული წესით თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას. ჩარევის შემდეგ იზორიას ათავისუფლებენ. კადრები 2014 წელსაა გადაღებული, ლევან იზორია ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოში ლევან ხაბეიშვილი სცემეს (+ვიდეო)
შემდეგი სტატია“რამდენჯერაც შოუს დადგამ იმდენჯერ შესაბამის პასუხს მიიღებ”-თარაშ შურღაია ნაცემ ხაბეიშვილს