კილაძე: ღმერთმა არ ქნას და არ გაბედონ და ხელი არ წაუცდეთ იარაღზე და გასროლაზე, თორემ აქ გარანტიებს ვერ მიიღებს ვერავინ

“ქრონიკა პლუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავისა და ოჯახის გარანტიებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ამერიკელებთან მართავს.

“თუ ვინმეს ჰქონია, ღარიბაშვილს, მდინარაძეს, წულუკიანს, კობახიძეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათზე მოითხოვს გარანტიებს, თუ გარანტიებზე მიდგება საქმე, ღმერთმა არ ქნას და არ გაბედონ და ხელი არ წაუცდეთ იარაღზე და გასროლაზე, თორემ აქ გარანტიებს ვერ მიიღებს ვერავინ.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას კონსულტაციები აქვს ამერიკელებთან და ის საკუთარ გარანტიებსა და ოჯახის გარანტიებზე ფიქრობს. სწორია ის ინფორმაცია, რომ რეგიონში ჩასულ ლიდერებს არ შეხვდა და სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს, ეს არის ფაქტი, იმიტომაც არიან ასეთი დაბნეულები”,-თქვა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ, რამდენია მათთან აცრილი თანამშრომელი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას