კილაძე ღარიბაშვილისა და ხვედელიძის დაკითხვას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ეკა ბესელიას სარჩელის განხილვა დაიწყო. როგორც ,,ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე წერს, ბესელია ,,ქრონიკა+“ პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივის. ელისო კილაძის თქმით, სასამართლოზე მატმა წარმომადგენლობამ დააყენა ირაკლი ღარიბაშვილისა და გელა ხვედელიძის დაკითხვის შუამდგომლობა.

,,დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ეკა ბესელიას სარჩელის განხილვა “ქრონიკა+”-ის წინააღმდეგ.
პატივის და ღირსების შელახვას მედავება ქალი რომელსაც პატივი და ღირსება არ გააჩნია !
დავაყენეთ შუამდგომლობა ირაკლი ღარიბაშვილის და გელა ხვედელიძის მოწმედ დაკითხვის თაობაზე,რადგან სწორედ ეს ორი ადამიანი ითხოვდა პოლიტპატიმრების არსებული სიიდან რიგი პირების ამოღებას.პასუხად,ბესელიას ადვოკატმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და სარჩელიდან სწორედ ეს ფრაზები ამოიღო.
სხდომა გადაიდო 2 მაისს.მომდევნო პროცესზე ვიქნები აუცილებლად !!!“-წერს კილაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვევა
შემდეგი სტატიადეკემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ჰონორარი გაორმაგდა