კილაძე ბესელიას პასუხობს

ელისო კილაძე: „ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს“

qronika+ეკა ბესელიას ეტყობა ძალიან უნდოდა,”ქრონიკა+”-ს პირადი ცხოვრების მასალები გაევრცელებინა და მერე არასამთავრობოებს ამაზე ელაპარაკათ.
უკაცრავად,ქ-ნო
” უფლებადამცველო,”რომ თავი არ დაგაჭერინეთ შენ და შენს მეგობარ კახელებს .🐸🐸
თქვენი პირადი ფირით კი პროკურატურაში წავედით !!!
თავად ნეტა როგორ მოიქცეოდით,ჩემზე რომ მსგავსი კომპრომატი მოეტანათ ?!”-
ასე ეხმიანება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელის კილაძე  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის,  ეკა ბესელიას განაცხადებას, სადაც იგი გამოცემას ბრალს სდებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებაში.

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

 

“პირადი კომუნიკაციის და დაცული სივრცის უკანონო ხელყოფის ფაქტებს ზოგიერთი მედიასაშუალება სერიალებად აჩვენებდა და, როცა ამას ვაპროტესტებდით, ზოგიერთი არასამთავრობო ამბობდა, რომ შეზღუდვა მედიაზე არ ვრცელდებოდა. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქით, რატომ დუმდნენ იგივე არასამთავრობოები, როცა “ქრონიკა +”-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის თაობაზე მასალები ვრცელდებოდა, იყო თუ არა ეს დარღვევა?!

„პირადი ცხოვრება ხომ მხოლოდ საძინებელში გადაღებული კადრები არ არის?! პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მედიაზეც ვრცელდება, რადგან გავრცელების ყველაზე დიდი შესაძლებლობა მედიასაშუალებებს აქვთ“,-აღნიშნა ბესელიამ.

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია:”ერმა გაიგო სიბინძურე, რაც მთავარია, გამოგონილი”
შემდეგი სტატიაბრიტანეთის საგრაფოს პოლიცია კატას სამსახურში აიყვანს