კიკნაველიძე: ივანიშვილის დასამარცხებლად საჭიროა მოსახლეობას მრავალფეროვნება ვაჩვენოთ

ევროპული საქართველოს კომუნიკაციების დირექტორი ირაკლი კიკნაველიძე იმ ორ მთავარ ამოცანას სახავს, რაც მისი აზრით, ოპოზიციას სჭირდება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად.

კიკნაველიძის თქმით, ერთი მხრივ, ყველა პარტიამ არჩევნებამდე უნდა თქვას, რომ ივანიშვილთან კოალიციას არ შექმნის და, მეორე მხრივ, ოპოზიციურმა სპექტრმა მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება უნდა აჩვენონ, რათა ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, რომ მისთვის სასურველი არჩევანი გააკეთოს.

“გვჭირდება, რომ მოსახლეობას ვაჩვენოთ რაც შეიძლება მეტი განსხვავება ერთმანეთისგან, რომ საქართველოში აღარ დარჩეს ადამიანი, რომელსაც ექნება სათქმელი, რომ იმიტომ არ წავიდა არჩევნებზე, რომ ვერ ნახა მისთვის მოსაწონი კანდიდატი.განსხვავებების ძებნაზე ილაპარაკა ლევანმა [ხაბეიშვილი]. განსხვავებები საძებნელი არ არის, განსხვავებები არსებობს და ჩემთვის, უბრალოდ, წარმოჩენაა მნიშვნელოვანი,”- თქვა კიკნაველიძემ მთავარი არხის ეთერში.

კიკნაველიძის თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავებებზე საუბარი ისევე, როგორც მაგალითად, იმაზე საუბარი, რომ ენმ-ს ეკონომიკური პოპულიზმი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

ირაკლი კიკნაველიძე ამბობს, რომ პრობლემაა ისიც, რომ ერთი მხრივ, ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან ევროპული საქართველოს მიმართ მუდმივად შეურაცხმყოფელი გზავნილები ისმის, ხოლო მეორე მხრივ, ევროპული საქართველოს მხრიდან მცირედი კრიტიკაც კი, ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანობის ღალატად აღიქმება.

“აქ გრიგოლ ვაშაძე იჯდა რამდენიმე დღის წინ, რომელმაც მთელი კამპანია მიუძღვნა ამ თემაზე [ჩვენთვის მოღალატეების და გამყიდველების ძახილს] საუბარს. ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, რომ მეორე ტურში მისთვის მხარი დაგვეჭირა. ამ დამოკიდებულებასაც კი არ შეუშლია ჩვენთვის ხელი, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გვებრძოლა, მაგრამ როდესაც ერთი მხარიდან გვესმის მუდვიმი შეურაცხყოფა, მუდმივი ბრალდება, ხოლო მეორე მხარიდან კრიტიკა აღიქმება, როგორც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაღაცა ტიპის ერთიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს უბრალოდ ტყუილია,”- ამბობს კიკნაველიძე.

banner
წინა სტატიაშიატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“რუსეთი ივანიშვილს და გახარიას რეჟიმის შენარჩუნებაში დაეხმარება” – ოპოზიცია ზალკალიანს პარლამენტში იბარებს