კიევზე თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინული ქვედანაყოფებისთვის დასავლეთის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება იყო – ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის მიერ კიევზე კვირას განხორციელებული თავდასხმის მიზანი, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინული ქვედანაყოფებისთვის დასავლეთის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება იყო, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

„5 ივნისის დილის საათებში, რუსული Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით კიევში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რაც, სავარაუდოდ, იყო მცდელობა, ხელი შეეშალათ დასავლეთის სამხედრო აღჭურვილობის ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინული ქვედანაყოფებისთვის მიწოდებისთვის,» – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დონბასის რეგიონში, ქალაქ სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ სევეროდონეცკში და რუსული ძალები აგრძელებენ სლოვიანსკისკენ სვლას უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობის ფარგლებში,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, აპრილში კრეისერ „მოსკვას“ დაკარგვის შემდეგ, რუსულმა ძალებმა კუნძულ „ზმეინზე“, შავ ზღვაში, საჰაერო თავდაცვის ბევრი საშუალება, მათ შორის SA-15 და SA-22 სისტემები, გადაიყვანეს.

„ეს იარაღი, სავარაუდოდ, გამიზნულია კუნძულ „ზმეინის“ ირგვლივ მყოფი რუსული საზღვაო ხომალდების საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

„კუნძულ „ზმეინზე“ რუსეთის ქმედება ხელს უწყობს უკრაინის სანაპიროს ბლოკადას და აფერხებს საზღვაო ვაჭრობის განახლებას, მათ შორის უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს”, – აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში.

banner
წინა სტატიაშინატო შვედეთსა და ფინეთთან ერთად ბალტიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს ატარებს
შემდეგი სტატიამერაბ სეფაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი პროდიუსერი განცხადებას აკეთებს