უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა მეზენიტეებმა 472 საჰაერო სამიზნიდან 428 გააუვნებელყვეს.
შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, 2 აერობალისტიკური რაკეტა “კინჯალი”, თექვსმეტი ფრთოსანი რაკეტა Х-101, 4 ფრთოსანი რაკეტა “კალიბრი”, 9 მართვადი საავიაციო რაკეტა Х-59/69, და ერთი ანტირადიოლოკაციური რაკეტა Х-31П გაუშვა. მათი ძირითადი მიმართულება კიევი იყო.
კომბინირებული შეტევა კიევზე, 14 დაღუპული – მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ