კიევზე სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

კიევზე გუშინ მიტანილი მასობრივი, კომბინირებული საჰაერო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება.

შეგახსენებთ, კიევში ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა რაკეტის პირდაპირი მოხვედრის შედეგად, ერთში რაკეტამ პირდაპირ გაანგრია სადარბაზო და სიცარიელე დატოვა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდფე მიდიან კიეველები და ქალაქის სტუმრები ყვავილებითა და სათამაშოებით, რათა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ.

18 ივნისი გლოვის დღედაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიაშშ-დან ევროპისკენ შვიდი C-17 Globemaster და სამი KC-135 Stratotanker გაიგზავნა
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ