უკვე 28 გახდა კიევზე 31 ივლიის განხორციელებული მასობრივი საჰაერო შეტევის მსხვერპლთა რიცხვი. ნანგრევებიდან ცხედრები ამ დრომდე ამოჰყავთ.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ წუხელ განაცხადა, რომ კიევზე დარტყმის შედეგად ასზე მეტი ობიექტი დაზიანდა: საცხოვრებელი შენობები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები და უნივერსიტეტი.
1 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. დარტყმის გამო, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 31 ივლისის ღამეს, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინას 317 საჰაერო დარტყმა მიაყენეს: 309 დრონისა და რვა ფრთოსანი რაკეტის, ძირითადი მიმართულება კიევი იყო.
31 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ქმედებებს „ამაზრზენი“ უწოდა და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შემოღებაზე განაცხადა.
პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ისრაელსა და ღაზის სექტორში ოფიციალური ვიზიტით ჩავა, ამის შემდეგ კი რუსეთს ეწვევა.


















