კიევზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

დღეს დილით კიევზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისივე განცხადებით, ახლა ექიმები იბრძვიან იმ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც აფეთქების შედეგად დაშავდნენ.

როგორც კლიჩკომ აღნიშნა, რუსი გენერლები კიევზე სარაკეტო თავდასხმით იმუქრებოდნენ – რამაც ეს შედეგი გამოიწვია. დედაქალაქის მერის თქმით, საჰაერო თავდაცვა ცდილობდა ხალხის დაცვას, „მაგრამ მტერი დაუნდობელია“

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა კიდევ ერთი საერთო სასაფლაო სუმში აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ურბანული განახლების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს