25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

“კიევზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება განხორციელდეს” — სერგეი შოიგუს მუქარა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ უკრაინის დედაქალაქზე მორიგი მასშტაბური თავდასხმის შესახებ ღია მუქარას აჟღერებს. შოიგუს განცხადებით, კრემლმა უცხოელი დიპლომატებისა და ელჩების მიერ კიევის სასწრაფოდ დატოვების შესახებ გაფრთხილება „სრულიად სერიოზულად და გააზრებულად“ გააკეთა.

რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ მოსკოვს მძლავრი იერიშების მისატანად ყველა საჭირო რესურსი გააჩნია და ეს უკვე პრაქტიკაშიც აჩვენა:

„ჩვენ გაფრთხილება გავეცით, თუ როგორი ძლიერი შეიძლება იყოს დარტყმა და ჩვენ ეს უკვე ვაჩვენეთ. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს. კიევზე დარტყმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს“, — განუცხადა შოიგუმ რუსულ მედიას.

ამასთანავე, უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმიის სამიზნე უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო მრეწველობის ობიექტებიც გახდება. მისი თქმით, კრემლი არ დაუშვებს უკრაინაში საბრძოლო მასალის წარმოების დაწყებას: „როგორც კი უკრაინაში მსგავსი საწარმოო ობიექტები გამოჩნდება, ჩვენი შეიარაღებული ძალები დარტყმებს დაუყოვნებლივ განახორციელებს“, — დასძინა მან.

banner
წინა სტატიაში“ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს”- კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის გზამკვლევზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე”- შიო მესამეს ქადაგება