კიევში უკრაინის გმირს, F-16-ის პილოტს, პოლკოვნიკ მაქსიმ უსტიმენკოს ემშვიდობებიან, რომელიც საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. პილოტმა კატაპულტირება არ ისურვა, სანამ ალმოდებული თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტს არ გაარიდა, მერე კი ვერ მოასწრო. უკრაინის გმირის წოდება მას ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპვიდან მეორე დღეს მიანიჭა.