უკრაინის ეროვნული პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ევჰენ ჟუკოვმა კიევში სროლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომაზე განაცხადი შეიტანა.
უკრაინული გამოცემის, РБК-Україна-ს მიხედვით, ჟუკოვმა გადადგომის გადაწყვეტილება თავდასხმის ადგილზე მისული პოლიციელების მოქმედებების ფონზე მიიღო – გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ საპატრულო პოლიცია სროლის დაწყების შემდეგ ადგილიდან გაიქცა.
“მე, როგორც სამხედრო ოფიცერმა, გადავწყვიტე, რომ შევიტანო განაცხადი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რომელიც მიკავია. ვფიქრობ, ეს სამართლიანი იქნება”, – თქვა ჟუკოვმა.
ჟუკოვის თქმით, სროლის დროს პატრულის საქციელი “არაპროფესიული და უღირსი” იყო. მანვე აღნიშნა, რომ შიდა გამოძიება ჩატარდება და “ამ ორი პოლიციელის” ყველა უფროსი პასუხს აგებს.















