კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი შენობის ნანგრევებში ცხედარი აღმოაჩინეს

კიევში, რუსული ძალების მიერ გუშინ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებში ცხედარი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო Telegram-ში ავრცელებს.

„მეგობრებო, მაშველებმა, რომლებიც შევჩენკივსკის რაიონში ჩამოშლილი შენობის ნანგრევებში მუშაობას განაგრძობენ, გარდაცვლილი აღმოაჩინეს,“ – აცხადებს დედაქალაქის მერი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა გუშინ განახორციელეს, რის შედეგადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

banner
წინა სტატიაშითიბისის პროგრამა სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს
შემდეგი სტატიარუსული მედიის ინფორმაციით, კურსკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს