უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
„უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამში“ განაცხადა.
„საჰაერო თავდაცვის ძალები დედაქალაქში მტრის უპილოტო საფრენ აპარატებს ებრძვიან. დარჩით თავშესაფრებში!“ — აღნიშნა მერმა.
ასევე წაიკითხეთ: საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული 138 დრონიდან 112 ჩამოაგდეს.
როგორც „უკრინფორმი“ იუწყება, რუსული დრონების საფრთხის გამო კიევსა და რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
















