კიევში, დნიპროს რაიონში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს.
როგორც კლიჩკო წერს, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
“დნიპროს რაიონში სახლის ნანგრევების ქვეშ მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება”, – წერს კლიჩკო Telegram-ზე.